06:29 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 18:20:37, 1051 ნახვა

სამართალი
თამარ ხულორდავა საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან ერთად N16 დაწესებულებას ესტუმრა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციას უმასპინძლა და N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულება დაათვალიერებინა.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ადგილზე გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო.

თამარ ხულორდავამ სტუმრებს დაწესებულების ბიბლიოთეკა, სასადილო, სპორტული მოედანი, კომპიუტერული სწავლებისა და ხანგრძლივი პაემნის ოთახები დაათვალიერებინა. დელეგაციის წევრები  მსჯავრდებულებსაც გაესაუბრნენ.

მინისტრის პირველმა მოადგილემ საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის წევრებს მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით შეფასებისა და გადანაწილების სისტემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ საქართველოს პენიტენციური სისტემით,  კონკრეტულად,  ადვოკატების ურთიერთობით მსჯავრდებულებთან. გარდა ამისა, სტუმრებს ის პროგრამები და კურსები გავაცანით, რომლებიც მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით ხორციელდება“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

„აქ საუკეთესო პირობებია, რომელიც უმაღლეს სტანდარტს შეესაბამება. სამწუხაროდ, საფრანგეთში მსჯავრდებულებს ასეთი პირობები არ აქვთ,  ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა“, - განაცხადა საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის წევრმა მარგო პუგლიესმა.

საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის ვიზიტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით დაიგეგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics