23:15 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 15:44:08, 595 ნახვა

საზოგადოება
არჩილ თალაკვაძე ამერიკელ მაგისტრანტ მოსამართლეს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკელი მაგისტრანტი მოსამართლე სუზან ლი ესტუმრა.

შსს-ს ინფორმაციით, მოსამართლე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე წინასასამართლო პრობაციის სამსახურის საქართველოში დანერგვის თემაზე ისაუბრეს.

აღნიშნული სამსახური აშშ-ს სისხლის სამართლის სისტემის შემადგენელია და სასამართლოს მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდის ბრალდებულის პიროვნებისა და იმ რისკების შესახებ, რომელიც თან ახლავს საზოგადოებაში მის შესაძლო დატოვებას წინასასამართლო ეტაპზე.

 ეს სამსახური აშშ-ში ასევე ახორციელებს შეფარდებული არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების აღსრულების ზედამხედველობას.

მხარეებმა სისხლის სამართლის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის, აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics