|
2016-06-24 12:51:46, 682 ნახვა
პოლიტიკა
ექსპერტი: ბრიტანეთის გასვლა განსაკუთრებულ პრობლემებს კაპიტალბრუნვისა და სამუშაო ადგილების კუთხით შექმნის
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დაახლოებით ორ წელიწადში დატოვებს, იქამდე საჭიროა ახალი ხელშეკრულების გაფორმება ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსთან“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ ისაუბრა. მისი თქმით, პროცედურულად ბრიტანეთმა ევროპის საბჭოს ევროკავშირიდან გასვლის თხოვნით უნდა მიმართოს, რასაც ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი არეგულირებს. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის განცხადებით, ბრიტანეთის გასვლა ბევრ სირთულესთანაა დამოკიდებული. განსაკუთრებით ეს ეკონომიკურ მიმართულებასა და სამუშაო ადგილოებს ეხება, რაც ევროკავშირზე დიდწილად იყო დამოკიდებული. დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებს თუ შევაფასებთ, პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ დევიდ კამერონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. შემოდგომიდან ახალი პრემიერი ეყოლებათ. სწორედ მის შემცვლელს მოუწევს გააკეთოს განაცხადი იმის შესახებ, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობიდან გადის. ცხადია შემდეგი პრემიერი შეასრულებს, რეფერენდუმის შედეგებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს იმ გზის გადახვევა, რაც დაუკვეთა მოსახლეობამ. რაც ევროპისთვის დამახასიათებელი არ არის. მან გააკეთოს ისე, როგორც ეს ლისაბონის ხელშეკრულებით არის გაწერილი, კერძოდ ამას არეგულირებს ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი. უნდა შეატყობინოს ევროპის საბჭოს გასვლის თაობაზე. სტანდარტულად ორწლიანი ვადა არსებობს, ამ ორი წლის მანძილზე უნდა მოხდეს ახალი შეთახნემბის გაფორმება, რომელიც მათ შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს“, - აცხადებს სპეციალისტი. მისივე შეფასებით, ეს გავლენას იქონიებს ბრიტანეთის ეკონომიკაზე, განსაკუთრებით კი სამუშაო ადგილებზე. „ცხადია ამას დიდი გავლენა ექნება უშუალოდ იმ ოთხი თავისუფლების პრინციპზე, რაზეც ევროკავშირი დგას. ეს ეხება საქონლის კაპიტალისა და მუშა ხელის თავისუფალ გადაადგილებას. ევროკავშირს ფუნდამენტური საფუძვლების გადახედვა მოუწევს. ირლანდიიდან ევროკავშირის ქვეყნებში კაპიტალბრუნვა დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამაზეა დამოკიდებული დაახლოებით 400 000 სამუშაო ადგილი. შოტლანდიის რეფერენდუმს რაც შეეხება, ეს ძალიან საინტერესოა. შოტლანდიამ უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი ბრიტანეთიდან გამოსვლის შემდეგ და დარჩეს ევროკავშირში. ეს მეორე მიმართულებაა. დაველოდოთ პროცესების განვითარებას“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ვანო ჩხიკვაძემ. ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)