|
2016-06-24 12:17:47, 641 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში სტიქიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში დარიალის ხეობაში მიმდინარე სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში 14:00 საათზეა ჩანიშნული. ცნობისთვის, გუშინ 18:00 საათზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, კმ134-კმ135 მონაკვეთზე, საშიშ ზონაში აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ლარსის გამშვები პუნქტიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან განხორციელდა ევაკუაცია. ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება და მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი. ადგილზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის, დაზიანებული ადგილების შესწავლა-შეფასება და შესაბამისი ტექნიკის მობილიზაცია მიმდინარეობს. ხეობაში მუშაობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი. გზის აღდგენითი სამუშაოები გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან სამუშაოების დაწყებაზე ნებართვის მიღებისთანავე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)