|
2016-06-23 13:13:12, 552 ნახვა
საზოგადოება
ეკომიგრანტ ოჯახებს მთავრობის მიერ 2005-2009 წლებში შესყიდული სახლები დაუკანონდებათ
ეკომიგრანტ ოჯახებს მთავრობის მიერ 2005-2009 წლებში შესყიდული სახლები დაუკანონდებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, დღეს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, 71 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები და მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთები გადაეცემა. „ეს არის მეორე ეტაპი. დღეს, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაეცემა 71 ეკომიგრანტ ოჯახს ეს სახლი და მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში. ეს არის კახეთის რეგიონში 44 სახლი და მიწის ნაკვეთი და ქვემო ქართლის რეგიონში 27 სახლი და მიწის ნაკვეთი . უკვე მიმდინარე წელს 302 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში სახლი მიწის ნაკვეთით, რაც ვფიქრობთ, მისასალმებელია, ვინაიდან ეკომიგრანტების პრობლემა საკმაოდ მძიმეა ჩვენს ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უზრუნვეყოს მათთვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობები”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)