|
2016-06-22 15:10:50, 717 ნახვა
საზოგადოება
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობის საჯარო სამსახურებში აქტიურად დასაქმდებიან
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა მონაწილეობა მიიღო პროექტის - „თვითმმართველობის სკოლა ქვემო ქართლის სტუდენტებისათვის“ შედეგების საპრეზენტაციო ღონისძიებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასიის“ ორგანიზებით გაიმართა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ადგილობრივ თვითმმართველობაში ეთნიკური უმცირესობების ჩართვისა და მათი დასაქმების სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით განხორციელდა. უწყების ინფორმაციით, მასში საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველმა 60-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთანაგან 50 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. პროექტი, რომელიც მოიცავდა ტრეინინგ - კურსს - თვითმმართველობის მოხელეთათვის სავალდებულო ნორმატიული აქტების შესწავლის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასიამ“, „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან“ პარტნიორობით, პროგრამის „რეგიონული და დაგილობრივი განვითარების ხელსეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში განახორციელა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)