10:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 19:02:00, 1052 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ხაზარაძე: გამოიკვეთა, რომ მთავრობა ბიზნესს უსმენს

"გამოიკვეთა, რომ მთავრობა ბიზნესს უსმენს, უსმენს და მზად არიან, გაატარონ ის რეფორმები, რომელიც ბიზინესს სჭირდება",-ამის შესახებ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაზარაძის თქმით, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის მსგავს ფორმატში ურთიერთობა საინტერესოა:

"ასეთი ურთიერთობა და საუბარი სახელწმიფოსა და ბიზნესს შორის ძალიან საინტერესოა. ფორმატს რას დაარქმევთ, ეს იყო საზოგადოება მოქალაქე, თუ 20/30, თუ ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ მოწვეული, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთად, დღეს ვისაუბრეთ ქვეყნის მომავალზე და ვისაუბრეთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანა უფრო სწრაფად განვითარდეს, რომ ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობა უფრო გაუმჯობესდეს და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და დოვლათი. თანხმობა იყო, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კრიტიკულ დამოკიდებულებას მთავრობის მიმართ იმ საკითხებში, რომელშიც არ ვეთანხმებით, მაგრამ ყველაზე კარგად გამოიკვეთა, რომ მთავრობა ბიზნესს უსმენს, უსმენს და მომართულია რეფორმისკენ და მზად არიან, გაატარონ ის რეფორმები, რომელიც ბიზნესს სჭირდება",-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics