|
2016-06-20 13:53:52, 710 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: მთავრობა მხოლოდ რეალობიდან უნდა შევაფასოთ
„მთავრობა მხოლოდ რეალობიდან უნდა შევაფასოთ, რისი გაკეთება შეეძლოთ და არ აკეთებენ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სიღარიბე, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილი პარტიული ძალები და მათგან მართული მედია წარმოაჩენენ, კიდევ ერთხელ არწმუნებს მოსახლეობას, რომ ყველაფერი ხელისუფლების ბრალია. „საქართველოში ძალიან ბევრი ღარიბია, დაუსაქმებელია, მედია თავისუფალია და აქ უნდა ვიყოთ ფხიზლად. სიღარიბე, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილი პარტიული ძალები წარმოაჩენენ და მათგან მართული მედია, ქმნის გარკვეულ ხიბლს, რომ კიდევ ერთხელ დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ყველაფერი ხელისუფლების ბრალია და ასეთი ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ. მთავრობა უნდა შევაფასოთ მხოლოდ რეალობიდან, რისი გაკეთება შეეძლოთ და არ აკეთებენ, ან არ გააკეთეს, მაგრამ ეიფორიული წინადადებებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ხიფათთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)