|
2016-06-20 10:41:41, 740 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის ა/რ მთავრობის ორგანიზებით, ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით, დღეს, 19:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის ფოლკლორული ანსამბლი „დიოსკურია“, კვარტეტი „აფხაზეთი“, ბავშვთა ანსამბლი „კავკასიონი“, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი, მომღერალი მარიკა გულორდავა , ჟურნალისტი ირმა ოსია, პიანისტები ანა და გიგა პაპავები. ფოიეში მოეწყობა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობისა და მუჰაჯირობის ამსახველი ფოტო-მასალისა და აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)