|
2016-06-19 14:43:54, 792 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო უსკოს წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ცესკო-ს ინფორმაციით, შეხვედრებზე, 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ორგანიზებაზე მსჯელობენ. ორივე არჩევნებისთვის პროცესების ერთობლივი მართვისა და საქმიანობის კოორდინირების საკითხებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია უსკოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს. შეხვედრებში, ასევე მონაწილეობენ ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები. არჩევნების ორგანიზებისთვის აუცილებელი ტექნიკური საკითხები, საკანონმდებლო პროცედურები, არსებული საჭიროებები და გამოწვევები - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ცესკოს ხელმძღვანელი პირები უსკოს თავმჯდომარესა და წევრებთან ერთად მსჯელობენ. ცესკოსა და უსკოს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისა და მაღალკვალიფიციური არჩევნების ადმინისტრირების პროცესში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)