|
2016-06-19 10:41:36, 697 ნახვა
საზოგადოება
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შორის საპილოტე კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და დიღმის მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღაია. მათ გამარჯვებულებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. გიორგი ლილუაშვილის თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კიდევ უფრო ეფექტურ ფუნქციონირებას და მის წევრებს საშუალებას მისცემს უკეთ მოუარონ საერთო ქონებას. კონკურსი მიზნად ისახავს რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეფექტური ფუნქციონირების, ამხანაგობის როგორც სამოქალაქო ინსტიტუტის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ამხანაგობის წევრთა ცნობიერების ამაღლებას. ასევე, ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლასა და განვითარების ხელშეწყობას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)