04:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-18 13:25:34, 1068 ნახვა

სამართალი
22 წლის გოგონა, რომელსაც გუშინ ანაკლიის პოლიციის უფროსი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

22 წლის სალომე აქირთავას მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ანაკლიის პოლიციის უფროსი დაეჯახა, სტაბილურად მძიმეა.

სალომე აქვირთავა მკურნალობის კურსს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის. ექიმების ცნობით, იგი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, გუშინ, დედა-შვილი ანაკლიაში გაჩერებაზე იდგა და ზუგდიდისკენ მიმავალ ავტობუსს ელოდებოდა, რა დროსაც სალომე აქირთავას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.

ანაკლიის პოლიციის უფროსმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე უკვე დატოვა.

მომხდარს პროკურატურა იძიებს. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics