04:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 16:33:43, 1062 ნახვა

სამართალი
ანაკლიის პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ანაკლიის პოლიციის უფროსმა გამოძიების დასრულებამდე  თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ცნობით,  პაპუნა დიდიშვილი პოსტიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.

შეგახსენებთ, ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი ავტომანქანით  ახალგაზრდა ქალბატონს  დაეჯახა.  ის მრავლობითი მოტეხილობებით  საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტს პროკურატურა იძიებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics