|
2016-06-17 13:49:41, 714 ნახვა
პოლიტიკა
NDI: საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სამი მთავარი გამოწვევის დაძლევაზე იქნება დამოკიდებული
NDI-ის დელეგაციის წევრების განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარება სამი მთავარი გამოწვევის დაძლევაზე იქნება დამოკიდებული: შესაძლო ძალადობა და დაშინება, უნდობლობა კანონის მიუკერძოებლად აღსრულებასთან დაკავშირებით და აღქმა, რომ გარკვეულ პირებს კულისებს მიღმა პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. NDI-მ ხელისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციას, პარლამენტს, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აღნიშნული საკითხების გასაუმჯობესებლად რეკომენდაციები შესთავაზა, მათ შორის პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდესთან, კანდიდატების დებატებთან, კანონის სამართლიანი და თანმიმდევრული გამოყენების საჭიროებასთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევის ინკლუზიური და გამჭვურვალე პროცესის საჭიროებასთან, ქალი კანდიდატების მოზიდვასტან და გადამზადებასთან დაკავშირებით. „საქართველოს მოქალაქეების იმედებისა და მოლოდინების გასამართლებლად წარმომადგენლობითი, ანგარიშვალდებული, ეფექტური და რეფორმებზე ორიენტირებული საკანონმდებლო ორგანოს არცევა უმნიშვნელოვანესია. ქვეყნის ლიდერები უნდა იყვნენ სამაგალითონი და საარჩევნო პროცესის სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარების ამოცანა საკუთარ ინტერესებზე მარლა უნდა დააყენონ“,-განაცხადეს NDI-ის დელეგაციის წევრებმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)