00:32 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 12:29:13, 505 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს გმობს

საქართველოს საგარეო სამქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს გმობს.

როგორც კერესელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახლა მთავარია საქმის დროული და გამჭვირვალე გამოძიება მოხდეს.

„ჩვენ ვგმობთ ამ საზარელ ფაქტს. გამოძიება უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, სწრაფად, ადეკვატურად და ყველა დამნაშავე წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. ჩვენ ვუსამძიმრებთ ოჯახის ახლობლებს, მის ოჯახის წევრებს და კიდევ ერთხელ ვგმობთ ამ საზარელ ფაქტს“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.

შეგახსენებთ,  რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი გუშინ, მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს. მას ექსვი ტყვია ესროლეს. ოპოზიციონერი ადგილზე გარდაიცვალა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics