|
2015-02-28 10:36:35, 755 ნახვა
საზოგადოება
გიგა ჭიკაძე ქართველი სპორტსმენებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს
მსოფლიოში ცნობილი ქართველი სპორტსმენი გიგა ჭიკაძე, 28 თებერვალს დამწყები ქართველი სპორტსმენებისთვის მასტერკლასს გამართავს. სემინარი 15:00 საათზე, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში ჩატარდება. კიკბოქსინგში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, სემინარს სპორტის ორ სახეობაში - კიკბოქსინგში და ტაილანდულ კრივში ჩაატარებს. ტრენინგში მონაწილეობას ოცამდე 8-დან 25 წლამდე ასაკის სპორტსმენი მიიღებს. „საქართველოში დროებით ვიმყოფები, გადავწყვიტე ქართველებისთვის საკუთარი გამოცდილება გამეზიარებინა. იდეის მიმართ დიდი დაინტერესება გამოხატეს დამწყებმა სპორტსმენებმა. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიებს: „რომპეტროლს“ და „ივერიაბეთს“ რომლებიც ჩემი ინიციატივის მხარდამჭერები და ამასთან ერთად ჩემი სპონსორებიც არიან“, - აცხადებს გიგა ჭიკაძე. ახალგაზრდა სპორტსმენების მხრიდან დიდი ინტერესის გამო, გიგა ჭიკაძე ანალოგიური მასტერკლასების ჩატარებას სამომავლოდაც გეგმავს. „არ დავიზარებ, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქართველებს გავუზიარო. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს სახეობები განვითარებული არ არის. ხშირად არ ტარდება სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები. ვისურვებდი რომ ამ სპორტს მეტი ყურადღება დაეთმოს“, - აცხადებს ჭიკაძე. გიგა ჭიკაძე 3 მარტს ამერიკაში, კერძოდ, ლოს-ანჯელესში გაემგზავრება, სადაც MMA-ს კლუბში, მსოფლიოში აღიარებულ სპორტსმენებთან ერთად ივარჯიშებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)