|
2016-06-15 16:57:28, 730 ნახვა
პოლიტიკა
მერკელი: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებამდე ე.წ. შეჩერების მექანიზმს ავამოქმედებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის გამართული ერთობლივი პრესკონფერენცია დასრულდა. ანგელა მერკელმა სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზეც ისაუბრა. მერკელის თქმით, ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა კრიტერიუმი შეასრულა: " დღეს ლაპარაკია იმაზე, როდის მივიღებთ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციიის შესახებ. მე წინა კვირასაც სატელეფონო საუბარში ვილაპარაკე იმაზე, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაციას განვიხილავთ შეჩერების მექანიზმის კონტექსტში. ამას არ აქვს მაინც და მაინც საქართველოსთან უშუალო კავშირი, არამედ ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით თუ კი ვთქვათ რაღაცა დიდი სირთულეები წარმოიქმნება, მაგალითად თუკი რომელიმე ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ჩამოვა და მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს ევროკავშირში, მაგალითად, როგორც სერბეთთან გვქონდა შემთხვევა გასულ წელს, ამის გამეორება რადგან არ გვინდა, მივისწრაფვით ჩვენ შეჩერების მექანიზმისაკენ. საკითხი ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს და დიდი იმედი მაქვს, ძალიან მალე მიიღება გადაწყვეტილება, ანუ იქნება კენჭისყრა ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე",-განაცხადა ანგელა მერკელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)