|
2016-06-15 14:18:00, 714 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: დემოკრატიული პროგრესი ქართველი ერის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაშია
„დემოკრატიული პროგრესი ქართველი ერის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაშია“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში, საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე სასამართლოსა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, წარსულში, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა ქვეყანაში დემოკრატიულობის დონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. გიორგი კვირიკაშვილმა მედიის თავისუფლების საკითხზეც ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველომ მედიის თავისუფლების მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. „ამჟამად, ჩვენ ვკონცენტრირდებით დეპოლიტირებული პოლიციისა და დამოუკიდებელი პროკურატურის შენებაზე, რომლებიც დამნაშავეებს მათი პოლიტიკური აფილირების მიუხედავად დევნიან. ჩვენ ვდგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯეს სასამართლო სისტემის პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ტიპის გავლენებისაგან დასაცავად. ჩვენ ურუნველვყავით, რომ მოსამართლეები და პროკურორები უვადოდ ინიშნებიან და შიდა რეგულატორულ ზედამხედველობას ექვემდებარებიან“,-განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)