|
2016-06-15 13:09:41, 725 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ჩვენი ერის წარმატება სამ სვეტზე დგას - ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია
„ჩვენი ერის წარმატება სამ სვეტზე დგას - ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში, საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განახცადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების გზაზე საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და უახლოეს მომავალში ვიზალიბერალიზაციის მიღებას ელოდება. “საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება ახალ შესაძლებლობებს ზრდის. ამ თვეში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოვაწერთ ხელს. ინვესტორები და ტურისტები დღეს საქართველოს სახით ხედავენ სტაბილურ, სტუმართმოყვარე და სწრაფად განვითარებად ქვეყანას. ჩვენი ერის წარმატება სამ სვეტზე დგას - ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში ბიზნესის კეთება ერთ-ერთი უმარტივესია. მსოფლიოს მასშტაბით საგადასახადო ტვირთის სიმცირით მე-9 ადგილს ვიკავებთ. ყველა ძირითადი სარეიტინგო სააგენტო სტაბილურ სახელმწიფოდ მიგვიჩნევს. ჩვენ გვჯერა, რომ შიდა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი წინაპირობაა. ჩემი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი მიზნად ისახავს, უზრუნველყოს გრძელვადიანი მდგრადი განვითარება და ინკლუზიური ზრდა. რეფორმები მოიცავს საგადასახადო სისტემას, კაპიტალის ბაზრებს, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებს, საპენსიო სფეროს. ეს გეგმები ცხადყოფს მთავრობის მონდომებას, შექმნას თანამედროვე, განათლებული და ჯანსაღი ქართული მუშახელი, რომელიც მზადაა გლობალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო კავკასიაში ბიზნესის წარმოების შესანიშნავი საწყისი წერტილია. “საქართველოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, ჩვენ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა, ან თუნდაც რუსეთში ბიზნესის წარმოების შესანიშნავი საწყისი წერტილი ვართ“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)