|
2016-06-15 12:05:59, 649 ნახვა
პოლიტიკა
პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად 26 ადამიანი დაშავდა
პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად 26 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ Associated Press იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, აქციის მონაწილეები შრომითი კანონმდებლობის რეფორმას აპროტესტებენ. დაშავებულთა შორის 20 სამართალდამცველი და საპროტესტო აქციის 6 მონაწილეა. მედიის ცნობით, არეულობის დროს 20 ადამიანი დააკავეს. Associated Press-ის ცნობით, პარიზის სამხრეთ ნაწილში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენა, რაც ნიღბიანი მომიტინგეების ჯგუფმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები ესროლა. ცნობისთის, შრომითი კანონმდებლობის რეფორმას პროფკავშირებით გაფიცვის გზით აპროტესტებენ. ეიფელის კოშკი დაიხურა, სატრანსპორტო მიმოსვლა ნაწილობრივ შეწყვეტილია, რამაც ევრო-2016-ზე დასასწრებად ჩასულ გულშემატკივრებს ქვეყანაში გადაადგილება გაურთულა. პროფკავშირები ახალი შრომითი კანონმდებლობის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც დამსაქმებელს თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას უმარტივებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)