|
2016-06-15 11:43:02, 1034 ნახვა
პოლიტიკა
მანუჩარ მაჩაიძე „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს - ჩემთვის მიუღებელია, სიაში იყოს „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის მეუღლე
„ჩემთვის მიუღებელია, „პატრიოტთა ალიანსის“ სიაში იყოს „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის დიანა ჯოჯუას მეუღლე ნიკოლოზ რამიშვილი“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილმა წევრმა მანუჩარ მაჩაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მაჩაიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მან დატოვა „პატრიოტთა ალიანსი“ და საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების გადაწყვეტილება ორი დღის წინ სხვადასხვა მიზეზების გამო მივიღე. არჩევნების დროს ყველა პარტიაში არის აზრთა სხვადასხვაობა. უთანხმოება საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მქონდა. ჩემთვის მიუღებელია, „პარტიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში იყოს „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის, დიანა ჯოჯუას მეუღლე ნიკოლოზ რამიშვილი. მის კანდიდატურას პარტიის პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა, მე ამის წინააღმდეგი წავედი, სწორედ ეს გახდა „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების მიზეზი“, - აღნიშნა მანუჩარ მაჩაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)