|
2016-06-13 19:17:35, 646 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის პლატოზე, ერთ-ერთ ქუჩას გმირულად დაღუპული მეხანძრე–მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ერთ-ერთ ქუჩას გმირულად დაღუპული მეხანძრე–მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად, იმ ქუჩაზე, რომელსაც გმირი მეხანძრე–მაშველის სახელი მიენიჭა, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გახსნა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელმა ზურაბ მუზაშვილმა 8 ადამიანის გადარჩენა შეძლო, თავად კი დაიღუპა. ზურაბ მუზაშვილი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით - „სამოქალაქო თავდადებისთვის“. სახელმწიფო ჯილდო მაშველის მამას გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)