|
2016-06-13 13:23:59, 695 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: შეძრწუნებული ვარ თავზარდამცემი ტერაქტის გამო, რომელმაც ორლანდოში უდანაშაულო ადამიანების სოცოცხლე შეიწირა
საქართველოს პრემიერი-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ორლანდოს გეი-კლუბში მომხდარი თავდასხმის გამო, აშშ-ის მთავრობას და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარი ტრაგედია, არის ძალიან მკაფიო სიგნალი ცივილიზებული სამყაროსთვის, თუ რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და აასმაგებს მსოფლიო თანამეგობრობის პასუხისმგებლობას. „შეძრწუნებული ვარ თავზარდამცემი ტერაქტის გამო, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ორლანდოში უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, ასეთი სისასტიკის სამიზნე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოს მოქალაქეების თავისუფლებისა და ოცნების ქვეყანა. ეს ტრაგედია, არის ძალიან მკაფიო სიგნალი ცივილიზებული სამყაროსთვის, რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და აასმაგებს მსოფლიო თანამეგობრობის პასუხისმგებლობას. ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელად თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, ამერიკის მთავრობას, ამერიკელ ხალხს, თითოეულ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება. ამ უმძიმეს წუთებში ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)