|
2016-06-13 12:23:01, 708 ნახვა
საზოგადოება
გიორგაძე: კერძო სექტორი MAROON 5-ის კონცერტს უფრო მომზადებული უნდა დახვედროდა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისთვის გაუგებარია, რატომ უყურებდნენ სკეპტიკურად ბათუმში გამართულ MAROON 5-ის კონცერტს კერძო სექტორის წარმომადგენლები. როგორც გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხარვეზების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. „ალბათ, გახსოვთ სხვადასხვა წყაროდან გარკვეული სკეპტიციმი ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ჩვენ სულ ვამბობდით რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩავა. 40 ათასამდე ვიზიტორი ჩავიდა ბათუმში. კოორდინაცია იყო ძალიან ინტენსიური, კომუნიკაცია - ყოველდღიური. მე არ მგონია, რომ ის სირთულეები რაც შეიქმნა, იგივე ვთქვათ კვების ობიექტებთან დაკავშირებით, კოორდინაციის ბრალი იყო, უბრალოდ თავად კერძო სექტორი უფრო მომზადებული უნდა დახვედროდა ამას. გარკვეული სკეპტიციზმი ალბათ, არსებობდა ამ სექტორშიც. თუმცა, ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ სჯეროდათ რომ ნამდვილად ამდენი ადამიანი ჩავიდოდა ბათუმში, რადგან გაყიდული ბილეთების რაოდენიბიდანაც ჩანდა ეს ძალიან კარგად, პატარა სასტუმროები იყო გდავსებული და დაკონსერვებული მშენებლობებიც კი გაიხსნა“ - განაცხადა გიორგაძემ და დასძინა, რომ ქვეყნისთვის ეს პოზიტიური გამოცდილებაა. მინისტრის შეფასებით, დიდი ღონისძიების ჩატარებისას მსგავსი ხარვეზები შესაძლოა, განვითარებულ ქვეყნებშიც დაფიქსირდეს. „გარწმუნებთ, რომ ყველა არც ისე დიდ ქალაქში, განვითარებულ ქვეყნებშიც, როცა დიდი ღონსძიებები ტარდება, გარკვეული შეფერხებები ერთდროულად დიდი რაოდენობის ადამიანების ჩასვლისას ფიქსირდება. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ჩვენ ვიძენთ გამოცდილებას. მომავლში კიდევ უფრო მომზადებული დახვდება ბათუმი, ან სხვა ქალაქი ღონისძიებას. დახვეწის პროცესი შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს. მთავრია, ჩვენ ვისწავლოთ საკუთარ გამოცდილებაზე“, - განმარტა მიხეილ გიორგაძემ. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სპეციალური კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი იქნება. გიორგაძის განცხადებით, კულტურის სამინისტრო ამ კონცეფციაზე ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)