|
2016-06-13 12:00:25, 1059 ნახვა
სამართალი
თეა წულუკიანი: როგორც ჩანს, ქალების გამბედაობას მტერი ძალიან არასათანადოდ აფასებს
საქართველოს ისუტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ძალოვანი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პირადი ცხოვრების შემცველი ფარული ჩანაწერების გავრცელების პრაქტიკა აღმოიფხვრას. თუმცა, წულუკიანის თქმით, იმის გამო, რომ ვიდეომასალები შესაძლოა, ქვეყნის გარეთაა გატანილი და ტექნოლოგიები საკმაოდ განვითარებულია, მოკლე ვადაში ეს სრულყოფილად ვერ ხერხდება. „ძალოვანი სტრუქტურები მყისიერად რეაგირებენ. ეს არის ის, რაც ამ პირობებში მათ შეუძლიათ, მაგრამ ის, რომ 9 წლის განმავლობაში დაგროვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფარულად ჩაწერილი სიბინძურე ქვეყნიდან არის გატანილი, ან არ არის გატანილი, მაგრამ მათივე დამსახურებით, მათივე ძალისხმევით, ხელიდან ხელში გადადიოდა, ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება ყოველ კონკრეტულ საქმეზე მყისიერი რეაგირება, გამოძიება, მაგრამ ახალი ტექნოლოგიების ხანაში, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ბოლომდე მოკლე ვადაში მათი ეს ქმედებები იქნება აღმოფხვრილი. ჩვენ ვიცით, რომ წინა საქმეებზე საზღვარგარეთიდან იყო ხოლმე ატვირთული ეს უკანონოდ მოპოვებული ფარული მასალა“, - განაცხადა წულუკიანმა. მინისტრის შეფასებით, მთავარია, რომ საზოგადოება ამ სიბინძურის წინააღმდეგ ერთსულოვანია: „მთავარია, რომ არც ერთი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ვიქნებით ხელისუფლებაში, თუ ოპოზიციაში, არ შეუშინდება ამ ჩანაწერებს და ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტიურობას ზუსტად ისე გააგრძელებს. მე არ ვიცი გუშინ რა გავრცელდა, მაგრამ მთავარი დარტყმა მიდიოდა ქალებზე, პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, მაგრამ როგორც ჩანს, მტერი ძალიან არასათანადოდ აფასებს ქალების გამბედაობას და გადაწყევტილებას იმის შესახებ, რომ პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს მიუხედვად იმისა, რას გაავრცლებენ მასზე და მე ყველა ქალბატონის მიმართ ვარ მკაცრად სოლიდარული და კიდევ ერთხელ მკაცრად ვგმობ იმას, რომ რომელიმე მედიასაშუალებას შეეშალოს და ტირაჟირება გააკეთოს ამგვარი ფარული მასალის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)