|
2016-06-11 22:02:20, 661 ნახვა
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი: მე მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, შენ ამ წუთში ხარ პოლიტიკური მიცვალებული
"მე მინდა, აქედან ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, შენ ამ წუთში ხარ პოლიტიკური მიცვალებული" - ასე მიმართავს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს "კურიერის" ეთერში. „ვიცოდი, რომ რეჟიმს თვითმკვლელობაზე აქვს კურსი აღებული. არავინ დემოკრატიულ სამყაროში არ მისცემს უფლებას ქვეყნის ფაქტიურ თუ არაფაქტიურ ლიდერს, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს ტელევიზიის მესაკუთრეები და ისე იგრიალოს, როგორც უნდა. მე მინდა, აქედან ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, შენ ამ წუთში ხარ პოლიტიკური მიცვალებული. პოლიტიკური გვამი ხარ თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი ხალხი უიმედობაში და ოცნებაში ამყოფე. თუნდაც იმიტომ, რომ არც ერთი შენი დაპირება არ შესრულდა და თუნდაც იმიტომ, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ აგორებული დანაშაულებრივი პროცესით საქართველოს ამ წუთისათვის დააკარგვინე ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის უფლება, რომელიც უნდა მიგვეღო გარანტირებულად,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)