|
2016-06-10 14:27:14, 589 ნახვა
პოლიტიკა
შვედეთის იუსტიციის მინისტრი: საქართველო, ვიზალიბერალიზაციის მოლოდინში მყოფ ქვეყნებს შორის, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ყველაზე ახლოსაა
შვედეთის იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრის მორგან იოჰანსონის განცხადებით, საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ვიზალიბერალიზაციას ელოდებიან, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ყველაზე ახლოსაა. იოჰანსონის თქმით, საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კრიტერიუმებს ყველაზე მეტად აკმაყოფილებს. "საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც კრიტერიუმები ყველაზე მეტად დააკმაყოფილა და მე ვაპირებ ამის თქმას დღევანდელ შეხვედრაზე. მე არ მსურს სხვა ქვეყნების შეფასებებზე საუბარი, თუმცა რაც შეეხება შვედეთის პოზიციას, მიგვაჩნია, რომ საქართველო, ვიზალიბერალიზაციის მოლოდინში მყოფ ქვეყნებს შორის, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ყველაზე ახლოსაა", - განაცხადა შვედეთის იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრმა მორგან იოჰანსონმა. ცნობისთვის, აღნიშნული კომენტარი იოჰანსონმა, ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. შეგახსენებთ, რომ შვედეთის პარლამენტმა გადაწყვითა საქართველოს ვიზალიბერალიაციას მხარი დაუჭიროს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)