|
2016-06-10 13:44:45, 747 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები სასამართლოს გაძლიერების საკითხში
„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები სასამართლოს გაძლიერების საკითხებში“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. აბაშიშვილით განცხადებით, დღეს პარლამენტმა ვერ გაბედა მხარი დაეჭირა პროფესიონალი ნიშნით წარმოდგენილი კანდიდატებისთვის. მისივე თქმით, ამით პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს პარალიზება მოახდინა. „დღეს პარლამენტმა ვერ გაბედა, მხარი დაეჭირა პროფესიული ნიშნით წარმოდგენილი კანდიდატებისათვის. ფაქტობრივად, ამით პარლამენტმა მოახდინა უზენაესი სასამართლოს პარალიზება. საქართველოს პარლამენტის, უმცირესობა, უმრავლესობა, ყველა ერთად დამარცხდა სასამართლოს გაძლიერების საკითხში. იმ დროს, როცა ამდენი კითხვის ნიშანი ისმის სამასართლოს გაძლიერებაზე, ახლა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, აეღო პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტს და ყოფილიყო პრეზიდენტის მოკავშირე სასამართლოს გაძლიერების საკითში. სამწუხაროდ, აღმოჩნდა პირიქით”, - აღნიშნა აბაშიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართელობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად ანა დოლიძე, ნონა თოდუა და თამარ ლალიაშვილი წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)