|
2016-06-10 09:06:05, 645 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ვიზალიბერალიზაციას ქართველი კრიმინალების საკითხი არ უკავშირდება
„ვიზალიბერალიზაციის საკითხი ქართველ კრიმინალებს არ უკავშირდება“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გერმანიაში ჟურნალისტებს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა. უსუფაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი მალე გადაწყდება. „ჩვენი შეხვედრები პარლამენტის წევრებთან, სხვა მნიშვნელოვან, გავლენიან, ინფორმირებულ პირებთან კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ გვაქვს საქმე პროცესის გაჭიანურებასთან და არა რამე უფრო ცუდ, სხვა მოვლენასთან. ძალიან გაპიარებული თემაა ქართველი კრიმინალების შესახებ, ეს არის სრულიად ცალკე, იზოლირებულად განსახილველი თემა და ეს საკითხი არ და ვერ იქნება გადაბმული ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებასთან. ძალიან მალე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩამოვა გერმანიაში, იქნება სხვა კონტაქტები და ალბათ უფრო კონკრეტული თარიღები, თუ გადაწყვეტილების ფორმატი შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა უსუფაშვილმა. ამასთან, უსუფაშვილის თქმით, ის გერმანიიდსან საქართველოში გაცილებით უფრო დარწმუნებული და იმედიანი, ბრუნდება, რომ პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)