|
2016-06-10 08:59:32, 621 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ ვიზალიბერალიზაციის ადრეული შეწყვეტის მექანიზმის ამოქმედებამდე, უვიზო მიმოსვლის გაფორმება მოსალოდნელი არ არის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ ვიზალიბერალიზაციის ადრეული შეწყვეტის მექანიზმის ამოქმედებამდე, უვიზო მიმოსვლის გაფორმება მოსალოდნელი არ არის. უსუფაშვილის თქმით, 10 ივნისი საქართველოსთვის ნამდვილად არ არის საბოლოო დღე. ამასთან, მისივე განცხადებით, ჯერ გაკეთდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების ადრეული შეწყვეტის მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს აქვს შესამუშავებელი, არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. „ჩვენ ბევრი გადამწყვეტი დღე გვექნება წინ. ასე რომ, 10 ივნისი ნამდვილად არ არის საბოლოო დღე. მეტიც, ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ჩვენ არ ველოდებით, რადგან შეთანხმება უფრო მიდის იქით, რომ ჯერ გაკეთდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების ადრეული შეწყვეტის მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს აქვს შესამუშავებელი, არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან და შემდგომ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებები გაფორმდეს. ასე რომ, ევროკავშირის შს მინისტრების შეხვედრა არის მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრა, მაგრამ არა გადამწყვეტი. ასე რომ, ამ შეხვედრის შედეგზე ნუ ავაგებთ ნურაფერს, ნურც ოპტიმისტურს, ნურც პესიმისტურს“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)