|
2016-06-09 11:40:12, 655 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ენერგეტიკულად რუსეთზე მძიმედ დამოკიდებული არ ვართ
ენერგეტიკის თემაზე მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კანდელაკმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს კითხვა დაუსვა. კანდელაკის თქმით, პრემიერმა საკუთარ გამოსვლაში ძალიან ოპტიმისტური სურათი დახატა მაშინ, როდესაც ქვეყანაში ენერგეტიკაში უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია. ამასთან, კანდელაკმა პრემიერს სთხოვა, კონფერენციის მონაწილეებისთვის „გაზპრომთან“ დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია მიეწოდებინა. საპასუხოდ, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „გაზპრომთან“ მხოლოდ ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი, ხელისუფლებამ ხელშეკრულება უკეთესი პირობებით აზერბაიჯანულ „სოკართან“ გააფორმა, რაც საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდებას ითვალისწინებს. პრემიერის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. „სამწუხაროდ, უნდა გამოვიყენო ტერმინი, პოლიტიკური სპეკულაციები იყო ეს ყველაფერი. „გაზპრომთან“ დაკავშირებით, ეს არ არის სწორი. ჩვენ ვრჩებით სტრატეგიულ პარტნიორად აზერბაიჯანთან, შევავსეთ გარღვევა, რომელიც გვქონდა ბუნებრივი აირის მოთხოვნაზე. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ რუსეთზე მძიმედ დამოკიდებული არ ვართ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან კანდელაკის კითხვიდან გამომდინარე ასევე რუსულ პროპაგანდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, პრემიერის თქმით, სკეპტიციზმი საქართველოს რუსეთზე შესაძლო დამოკიდებულებაზე ენერგომატარებლების მიწოდების თვალსაზრისით, არასწორია. „რუსული პროპაგანდა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ის ვრცელდება საქართველოშიც, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ, რომ გვქონდეს მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინტერესებთან დაკავშირებით და საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. რუსულ ინვესტიციებს, შემოდინებებს ენერგომატარებლებთან დაკავშირებით წარსულში უფრო მეტად ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)