16:17 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 20:55:53, 652 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ პროვოკაციული ქმედებებით არჩევნებს ჩრდილი მიაყენონ

არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებებით ჩრდილი მიაყენონ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტალურ ოფისში, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად წარდგენის შემდეგ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები დემოკრატიულ, სამართლიან, თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს.

„დღეიდან ჩვენი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იწყებს აქტიურ მზადებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელშიც პარტია მონაწილეობას მიიღებს, როგორც დამოუკიდებელი პარტია. „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ, სამართლიან, თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში.  ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებებით ჩრდილი მიაყენონ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. ამ არჩევნებით დავანახებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები შეუქცევადი ხასიათისაა“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პარტიული რესურსი ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთვის სრულად იქნება მობილიზებული.

„ჩვენი უკვე დავასრულეთ პარტიის ცენტრალური საარჩევნო შტაბის ფორმირება. უახლოეს დღეებში დასრულდება ადგილობრივი შტაბების ფორმირების პროცესი. ჩვენი პარტიული რესურსი სრულად იქნება მობილიზებული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებისა“ და ქართველი ამომრჩევლის გამარჯვებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბს ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე უხელმძღვანელებს. კალაძე პრემიერმა ცოტა ხნის წინ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics