16:19 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 17:41:00, 611 ნახვა

პოლიტიკა
ტუსკი ვიზალიბერალიზაციაზე: მწამს, ეს გადაწყვეტილება სულ მალე იქნება მიღებული

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ასოცირების ხელშეკრულება, საბოლოოდ 1 ივლისს შევა ძალაში და ჩვენ აქედან მაქსიმალურ სარგებელს ველოდებით, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკიმ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ტუსკის თქმით, შეხვედრაზე საქართელოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზეც ისაუბრეს.

"როგორც იცით  დეკემბერში ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ის საჭირო მოთხოვნები და კრიტერიუმები, რათა საბოლოო გადაწყვეტილება იყოს პოზიტიური.

მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება სულ მალე იქნება მიღებული. ამჟამად, ევროპარლამენტში მიმდინარეობს კომისიის წინადადების განხილვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭოთ უვიზო მიმოსვლა შენგენის ქვეყნებში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა", - განაცხადა ტუსკიმ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics