01:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 14:46:31, 991 ნახვა

სამართალი
სოფელ ავლევთან შეიარაღებულმა პირებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს

სოფელ ავლევის განაპირას, შეიარაღებულმა პირებმა ე.წ.  საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს.

აღნიშნული ფაქტი „ექსპრესნიუსს“ ქარელის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ბანერების დამონტაჟება 6 ივნისს მოხდა. რაც შეეხება მოსახლეობის კუთვნილ ნაკვეთებს, რომლებიც ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მიღმა მოხვდა, როგორც გამგებელმა აღნიშნა, ადგილობრივები ნაკვეთების დამუშავებას პოლიციის თანხლებით კვლავ შეძლებენ.

"გუშინწინ ფორმიანმა პირებმა სოფელ ავლევის განაპირას საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაამონტაჟეს. უცნობია ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რადგან ისინი ახლოდან არავის დაუნახავს. რაც შეეხება მოსახლეობის კუთვნილ მიწის ნაკვეთებს - მოსახლება პოლიციის თანხლებით კვლავაც შეძლებს ნაკვეთების დამუშავებას, როგორც აქამდე ხდებოდა ეს", - განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics