16:18 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 12:02:29, 600 ნახვა

პოლიტიკა
ნარმანია მელიაზე: პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანების განცხადებები საზოგადოებისთვის საინტერესო არაა

„პოლიტიკურად გაკოტრებული და სიცრუის ტირაჟირებაზე ორიენტირებული ადამიანების მხრიდან ამ ტიპის განცხადებები არ მგონია საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნიკა მელიას და ირაკლი აბესაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჰესის აშენებას გეგმავს.

ნარმანიას თქმით, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო ვითარდება და რამე სახის შემზღუდავ, საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებას ადგილი ნამდვილად არ ექნება.

„პოლიტიკურად გაკოტრებული და სიცრუის ტირაჟირებაზე ორიენტირებული ადამიანების მხრიდან ამ ტიპის განცხადებები არ მგონია საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. არც ჩემთვის არის საინტერესო.

ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ჩვენ ყველა კითხვას ვუპასუხეთ, როცა მე მივედი საკრებულოში ყველა საკითხი ძალიან ნათელი და მკაფიოა საზოგადოებისთვის. ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო ვითარდება და რაიმე სახის შემზღუდავ ან საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებას იქ ადგილი ნამდვილად არ ექნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics