|
2016-06-06 14:09:48, 856 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახეთ-საქართველოს საინვესტიციო ფორუმის გახსნა
სასტუმრო „რედისონში“ ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის გახსნას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ფორუმის გახსნის ღონისძიებას ასევე თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები, სს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. საინვესტიციო ფორუმი Forbes Georgia-სა და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით, ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანაორგანიზებით ტარდება. ფორუმს მოდერაციას უწევდა Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და მმართველი პარტნიორი გიორგი ისაკაძე. ყაზახეთის 40-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში არიან მსხვილი ყაზახური კომპანიების მფლობელები. ფორუმის ერთ-ერთი მოდერატორია Forbes Georgia-ს აქციონერი და Forbes Kazakhstan-ის გამომცემელი არმანჟან ბაიტასოვი, რომელიც „ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის” რეიტინგში ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ყაზახეთის ეროვნული სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე, Kusto Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, Altyn Kyran Group-ის დირექტორი, Raimbek Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, RG Brands-ის თავმჯდომარე და სხვა მსხვილი ყაზახი ბიზნესმენები. „ყაზახეთი არის, იყო და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ყაზახეთს ჩვენს ქვეყანაში აქვს 300 მილიონ დოლარამდე ინვესტიციები განხორციელებული, მათ შორის არის ბევრი წარმატებული პროექტი. ჩვენ სტუმრებთან ვისაუბრებთ ლოჯისტიკურ პროექტებზე, ტრანსპორტზე, იმ გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოზე, რომელიც დღეს ჩვენთან არის. ინვესტორებს შევთავაზებთ იმ პოტენციალს, რომელიც გვაქვს უძრავ ქონებაში, დეველოპმენტში, ტურისტული ბიზნესის განვითარებაში. ასევე დეტალურად გავაცნობთ იმ წამახალისებელ პროგრამებს, რომელიც დღეს სახელმწიფოს გააჩნია. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში იქნება მიღებული კარგი გადაწყვეტილებები, კიდევ ერთხელ მოხდება დამეგობრება ყაზახურ ბიზნესსა და ქართულ ბიზნესს შორის და შესაბამისად ჩვენ მივიღებთ ახალ ინვესტიციებსა და ახალ სამუშაო ადგილებს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკვე აისახება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ფორუმზე საინვესტიციო პროექტები წარდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, უძრავი ქონების, ლოგისტიკის, რიტეილისა და ეკონომიკის სხვა სფეროებიდან. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფორუმის მთავარი მიზანია საქართველოს პოზიტიური საინვესტიციო იმიჯის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებში ყაზახური ინვესტიციების მოზიდვას საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების გარდა, ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)