2016-06-04 18:10:49, 1324 ნახვა
მსოფლიო
ნიგერიაში "ბოკო-ჰარამის" თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი გარდაიცვალა
ნიგერიაში ტერორისტული დაჯგუფების „ბოკო-ჰარამის“ თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ორი ჯარისკაცი, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედიის ინფორმაციით, სამხედრო პოსტს ასობით ტერორისტი დაესხა თავს. ინციდენტი პარასკევს ღამით, ნიგერიის საზღვართან მდებარე ქალაქ ბოსოში მოხდა.
ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, კონტრ-შეტევა დღეს დილით განხორციელდა, რის შემდეგადაც სამთავრობო ჯარებმა ქალაქში პოზიციები დაიბრუნეს.
როგორც მედია საშუალება ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება, რამდენიმე ტერორისტია გარდაცვლილი, თუმცა მათი რიცხვი ჯერ უცნობია.
ტერორისტულ დაჯგუფება „ბოკო-ჰარამს“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია. ცნობისთვის აღნიშნული ტერორისტული დაჯგუფება ნიგერიაში ჩამოყალიბდა და პერიოდულად თავდასხმებს მათ შორის სამხედრო პოსტებზეც ახორციელებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან