2016-06-03 00:00:02, 1335 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის პრეზიდენტი გერმანიას გენოციდის აღიარებისთვის მადლობას უხდის
სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი გერმანიის პრეზიდენტს, იოაჰიმ გაუკს, კანცლერ ანგელა მერკელსა და ბუნდესტაგის თავმჯდომარეს ნორბერტ ლამერტს სომხების გენოციდის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის მადლობას უხდის, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ადრესატებისადმი გაგზავნილ დეპეშებში, სარგსიანი დიდ მადლობას უხდის გერმანიის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალებს, რომლებმაც, მისი თქმით, გადამწყვეტი სიტყვა თქვეს ამ საკითხში.
სარგსიანი ასევე აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ისტორიული ნაბიჯია არა მხოლოდ სომხეთისა და გერმანიისთვის, არამედ მთელი ცივილური სამყაროსთვის. მისივე თქმით, ეს არის სიმბოლო უზენაესი დემოკრატიისა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების და ხაზს უსვამს გერმანიის თანმიმდევრულ როლს ამ ფასეულობების შენარჩუნებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან