10:29 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 12:33:43, 656 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი: ხუთ წლამდე ბავშვების სიკვდილიანობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება

ომბუდსმენის უჩა ნანუაშვილის განცხადებით ხუთ წლამდე ბავშვების სიკვდილიანობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

როგორც ნანუაშვილმა ბავშვთა უფლებრივი ცენტრის წარმომადგენლებთან ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, აუცილებელია სპეციალური სამუშაო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება, რომ   ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენცია მოხდეს.

ამასთან, ომბუდსმენმა  ბავშვთა ძალადობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ მისი რჩევა იყო ბავშვთა ძალადობაზე კანონი გამკაცრებულიყო.

„აუცილებელია, სპეციალური სამუშაო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება, რომ  ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენცუია მოხდეს.  პრობლემებია ასევე ძალადობის კუთხით, ჩვენი რჩევა, რომ გამკაცრებულიყო კანონი ბავშვთა ძალადობაზე, ეს გათვალისწინებული ჯერჯერობით არ არის და დარჩა რეკომენდაცია. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ კუთხით უფრო მეტად გამოიკვეთოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რადგანაც ასეთი დღეს არაერთი ფაქტი ხდება, რეაგირება კი არ არის”, - განაცხადა ნანუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
CNBC: ტრამპმა ტექნოლოგიური გიგანტები 2025 წლის საბაზრო კრახის დროს შეიძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics