|
2016-05-31 13:37:13, 1037 ნახვა
რეგიონი
აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენმა 28 მაისს ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად გახსნა. დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტულ სეზონს რეგიონი წელს სიახლეებით ხვდება, როგორც ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნების, ასევე სერვისის გაუმჯობესების კუთხით. წელს, რეგიონის სტუმრებს აჭარაში ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული სასტუმროები და კვების ობიექტები დახვდებათ. ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, სტუმრებისთვის აღნიშნული ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების გარანტიას გულისხმობს. გარდა ამისა, რეგიონის სტუმრებს საშუალება აქვთ წელს მაღალმთიანი აჭარის ახალი ტურისტული პროდუქტებით ისარგებლონ. მირვეთის ველო მარშრუტი, მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტი, ხიხანის სათავგადასვლო მარშრუტი და ქედა-შუახევის გასტრონომიული მარშრუტები ეკოტურიზმის მოყვარულთათვის აჭარის აქამდე უცნობი ტურისტული პროდუქტების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. მარშრუტების შეძენა და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია განახლებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში. სიახლეა რეგიონში სასტუმრო კომპლექსების გახსნის მხრივაც. ზაფხულში ბათუმს არაერთი დაბალბიუჯეტიანი და მაღალი კლასის სასტუმრო და განთავსების ობიექტი შეემატება, რაც 700-ზე მეტ სასტუმრო ნომერს (1400-მდე განთავსების ადგილი) ითვალისწინებს. საჰაერო ფრენების გაზრდილი რაოდენობით ხვდება ტურისტულ სეზონს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც. წელს, ბათუმის მიმართულებით 5 ახალი ავიკომპანია შეასრულებს ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს ისრაელიდან, ყაზახეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. მათ შორის თელავივიდან ბათუმის მიმართულებით წელს, პირველად ავიაკომპანიები „Israir Airlines და „El Al Israel Airlines“ ასრულებს ჩარტერულ რეისებს. ისრაელიდან ამას ემატება ავიკომპანია „Arkia”, რომელიც წინა წელს განხორციელებული სამთვიანი ფრენების ნაცვლად წელს 10 თვის განმავლობაში შეასრულებს პირდაპირ რეისებს თელ ავივსა და ბათუმს შორის. ახალი ავიაკომპანიები შემოდის ყაზახეთიდანაც. ივნისში, ფრენების განხორცილებას ყაზახეთიდან ორი ახალი ავიაკომპანია „Scat” და „Skybus” იწყებს, მათ შორის Skybus” ყაზახეთის 8 მსხვილი ქალაქიდან. ფრენები იწყება არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდანაც. ივლისიდან, ჩარტერულ რეისებს შარჟა-ბათუმი-შარჟა Air Arabia შეასრულებს. გარდა ამისა, ახალი მიმართულებები დაემატა Ural Airline-საც, რომელიც ჩარტერულ რეისებს ეკატერინგბურგიდან და სამარადან ასრულებს. გასული წლის მსგავსად წელსაც შასრულებს ფრენებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ პოლონეთიდან მოზიდული ყველაზე მსხვილი ტურ-ოპერატორი "Rainbow Tours". განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება სეზონს რეგიონის ყველაზე ვიზიტირებული ტურისტული ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის დელფინარიუმი. 2016 წლის ზაფხული კულტურული და გასართობი პროგრამების მრავალფეროვნებით გამორჩეული იქნება. ქალაქი უმასპინძლებს ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც ბათუმთან ასოცირდება: შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF, ანიმაციური ფილმების ფესტივალი "თოფუზი", კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი. სეზონთან დაკავშირებით, ივნისიდან კოლონადებთან სუხიშვილების კონცერტით გაიხსნება პროექტი “ჰით ბათუმი“, რომლის ფარგლებშიც ბათუმში სხვადასხვა ბენდების მონაწილეობით კონცერტები, ფოკლორული შოუები, თეტრალური დღეები და ფესტივალები გაიმართება. 7 ივნისს კი საოცრებათა პარკში Checkin Georgia-ს პროგრამის ფარგლებში აჭარა პოპ როკ ჯგუფის „Maroon 5” –ის გრანდიოზულ კონცერტს უმასპინძლებს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებში ჩატარებული აქტიური პიარ და მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად რეგიონში ტურისტების მატებას განსაკუთრებით 10 სამიზნე ქვეყნიდან ელოდება.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)