22:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 18:55:08, 990 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოავლინეს

დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს მებაჟე ოფიცრებმა 29 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან  მსუბუქი ავტომობილით შემოვიდა რუსეთის მოქალაქე ა.პ., რომლის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 600 აბი ПАГЛЮФЕРАЛ-3 აღმოაჩინეს.

60 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMADOL აღმოჩნდა „ყაზბეგის“ კონტროლის ზონაში 27 მაისს შემოსული რუსეთის მოქალაქე გ.ს.-ის კუთვნილ ბარგშიც.

ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics