04:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 15:21:49, 996 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმს დაესწრო

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმს დაესწრო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ გახსნეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა.

„თბილისში დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. ბიზნესფორუმი კარგი ფორმატია სლოვაკი ინვესტორებისთვის, გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს გააჩნია, მათ შორის, ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით - ვგულისხმობ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას. აღნიშნული შეხვედრა, ასევე, ქართველ ბიზნესმენებს აძლევს საშუალებას, უკეთ გაეცნონ სლოვაკი პარტნიორების წინადადებებს და სლოვაკეთის საინვესტიციო შესაძლებლობებს. ჩვენს ქვეყნებს შორის, სხვადასხვა სექტორში, არსებობს თანამშრომლობის დიდი პერსპექტივა, რომლის შესახებაც დღეს ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ. ვფიქრობ, პარტნიორობა მომავალში წარმატებით განვითარდება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტო, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. ფორუმის პარტნიორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics