06:06 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 16:11:26, 750 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე: ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში, ეს გარდაუვალია

ჩვენ აღარ უნდა ვიოცნებოთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ ახალი პოლიტიკური მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ პარტიის პირველ ყრილობაზე განაცხადა.

ბურჭულაძეს თქმით, მისი პარტია ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძოლებს.

„ჩემი სურვილი არ არის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კიდევ ერთი პოლიტიკოსი შევმატო ჩემი სახით. ჩვენ უნდა შევცვალოთ საქართველო, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ახალი სახელმწიფო, რომელიც ნამდვილად ხალხისთვის იქნება.  ამიტომ ჩვენ მარტო პოლიტიკაში კი არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში და ეს გარდაუვალია. ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტური, ვიდრე წინა მთავრობები. დღეს იბადება მოძრაობა, რომელიც გამოაღვიძებს საქართველოს. დღეს იბადება ძალა, რომელიც შექმნის ახალ სახელმწიფოს ხალხისათვის,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტიის პირველი ყრილობა დღეს ახალ „სპორტის სასახლეში“ გაიმართა. შეკრებილებს ბურჭულაძემ გუნდის პოლიტიკური პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო და პარტიის ახალი წევრები წარადგინა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics