04:51 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 15:05:45, 726 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია: მიჩნდება შთაბეჭდილება, ხვალ დაადგენენ ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი თვეში რამდენჯერ უნდა იყოს

მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ პროექტის ინიციატორები ხვალ დაადგენენ ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი თვეში რამდენჯერ უნდა იყოს, - ასე გამოეხმაურა "რესპუბლიკური პარტიის" წევრი თამარ კორძაია პარლამენტში ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვას.

კორძაიას განცხადებით, მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი აბსოლუტურად არასაჭირო კანონპროექტზე მსჯელობს.

მისივე თქმით, ის რაც ხდება პარლამენტში არის უსაქმურობა.

,,დღეს რაც ხდება პარლამენტში არის უსაქმურობა, რადგან აბსოლუტურად არასაჭირო კანონზე მსჯელობა ხდება. მითუმეტეს, რომ არ არის მისაღები ის ფორმა რა ფორმითაც და ტექსტებითაც საუბრობს მომხსნებელი. უბრალოდ მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ პროექტის ინიციატორები ხვალ დაადგენენ ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი თვეში რამდენჯერ უნდა იყოს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტში დეპუტატები ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics