|
2016-05-27 11:34:21, 600 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: არ გვაქვს უფლება, ვიყოთ გახლეჩილი და ერთმანეთს ტალახი ვესროლოთ
„არ გვაქვს უფლება ვიყოთ გახლეჩილი და არ გვაქვს უფლება ტალახი ვესროლოთ ერთმანეთს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის განცხადებით, დიასპორის ფორუმი საქართველოში მეორედ იმართება, რაც ქვეყნის განვითარების საქმეში პლატფორმაა დიასპორის ჩართულობისთვის. ამასთან, როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველაზე მტავარი გაკვეთილი რაც ერმა 25 წლის განმავლობაში გამოიტანა, ერთიანობის აუცილებლობაა. „გუშინ მთელი ერი ზეიმობდა და ყველას თვალებში იყო სიხარული. ჩვენ გავიაერთ ძალიან რთული გზა, განვითარების, წარმატებების, დაპირპისრების, განვიცადეთ არაერთი მარცხი და გამოვიტანეთ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილები. ყველაზე მთავარი გაკვეთილი, რაც ჩვენმა ერმა გამოიტანა ამ 25 წლის განმავლობაში, არის ერთიანობის აუცილებლობა. ჩვენ პატარა ერი ვართ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიყოთ გახლეჩილი, არ გვაქვს უფლება, ტალახი ვესროლოთ ერთმანეთს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი საერთო დადებითი მიზნის გარშემო, განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ვაქციოთ ის მართლაც დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყნად და ამისათვის ყველა თქვენგანის ჩართულობა მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძეს. „მინდა, ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო მას იმ არაერთი ძალიან მნიშვენლოვანი ინიციატივისათვის, რომელიც მისი ინიცირებით მთავრობამ განახორციელა. ვფიქრობ, რომ ამას გარკვეულწილად გააიოლა ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის ცხოვრება. დღეს ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად დავანახოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში ცხოვრობენ, ის შესაძლებლობები, რომლებიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებისათვის. დღეს გაქვს არაერთი მექანიზმი შემნილი, რომ ჩვენი დიასპორა იყოს ჩართული ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა პრემიერმა.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)