|
2015-02-25 16:43:32, 645 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში 1921 წელს დაღუპული იუნკერები გაიხსენეს
თავდაცვის სამინისტროში, დღეს, 1921 წელს დაღუპული იუნკერები გაიხსენეს. უწყების ინფორმაციით, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, კახა ოქროჯანაშვილმა სამინისტროს ტერიტორიაზე აღმართული ქვაჯვარი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ. 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას პატივი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებმაც მიაგეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა დაღუპული იუნკერების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ქვაჯვარი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძართან არის აღმართული. სტელაზე 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელი არმიის მიერ ტაძრის ჩრდილოეთის კედელთან დახვრეტილი 6 იუნკერისა და მაშინდელი დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის სახელები და გვარებია ამოტვიფრული. დღესვე, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კოჯრის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა არონმა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ იუნკერების მემორიალთან მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა კახა ჩიქოვანმა გვირგვინით მონასტრის ტერიტორიაზე ის ადგილი შეამკო, სადაც წლების წინ იუნკერების მემორიალი იყო. იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად, მონასტრის მრევლიც დაესწრო. ღვთისმსახურებმა რამდენიმე წლის წინ მონასტრის ტერიტორიაზე ნატაძრალი და ძველი საფლავები აღმოაჩინეს. ადგილობრივების გადმოცემით, საფლავები იუნკერების იყო. მონასტერში მოღვაწე ბერები და მრევლი ნატაძრალის ადგილას იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის აშენებასა და იუნკერთა მემორიალის მოწესრიგებას გეგმავს. იუნკერების ხსოვნას მიეძღვნა თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გამართული სპექტაკლი - „სამშობლოს გმირები სჭირდება“. დადგმა უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის მსმენელებმა წარმოადგინეს.
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)