03:19 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 12:39:05, 550 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულების შესახებ განცხადებას ავრცელებს

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს, სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 25 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე (ფილარმონიამდე) საზოგადოებრივი  ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს კოსტავას ქუჩა (ფილარმონია) - გმირთა მოედანი - მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით. ანალოგიურად, ბარათაშვილის ქუჩიდან ვაკე-საბურთალოსკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედნის მეშვეობით.

ასევე, კოჯრის გზატკეცილიდან თბილისის ცენტრისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩა 11-თან, ნაცვლად ორბელიანის მოედნისა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics