02:15 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 19:18:11, 597 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა „ამნესტი ინტერნეიშენალის" გენერალურ მდივანთან უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელა

საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლში, ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში,  საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის" გენერალურ მდივანს სალილ შეტისს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა ქვეყანაში უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

„ამ კუთხით პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ისაუბრა ხურჩის ინციდენტის შესახებ, როდესაც რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა და უფრო მეტად გააძლიერა ადამიანთა უფლებების დაუცველობის განცდა აღნიშნულ ტერიტორიებზე.

ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ საჭიროა, უფრო მეტი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რათა უზრუნველყოფილი და დაცული იყოს ადამიანის უფლებები", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics