03:18 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 16:59:49, 656 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში პროექტი „გენდერული თანასწორობის სკოლა“ დასრულდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, ქალაქ ზუგდიდში პროექტი - „გენდერული თანასწორობის სკოლა“ - დასრულდა.

მასში ადგილობრივი სკოლების მე-9 კლასის 70-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტის მონაწილეები გაეცნენ გენდერის ცნებასა და არსს, გენდერულ თანასწორობას, სტერეოტიპებს. ტრენინგების ფარგლებში მოსწავლეებისთვის გაიმართა ფილმების ჩვენება-დისკუსია, გუნდური მუშაობა, პრეზენტაციები; შესრულდა სხვადასხვა შინაარსის სავარჯიშოები. პროექტი ზუგდიდის იუსტიციის სახლში 4 მაისს დაიწყო და სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები, ხოლო სკოლების დირექტორებს თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალგაზრდულ პროგრამებს ახორციელებს. მათი მიზანი სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics