|
2016-05-23 22:13:53, 1015 ნახვა
სამართალი
თამარ ხულორდავა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რიგით 22-ე სხდომას დაესწრო. სხდომას საკოორდინაციო საბჭოს წევრები - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, გენერალური პროკურატურის, ასევე, არასამთავრობო, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სამინისტროების წარმომადგენლებმა საკუთარ უწყებაში გატარებულ რეფორმებზე, მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, დეტალურად განიხილეს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად იქნა მიღწეული. საკოორდინაციო საბჭოს წევრებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში არსებული სიახლეების შესახებ. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ წარმოადგინა ის რეფორმები, რომელიც სისტემაში უკვე განხორციელდა და ასევე, ვისაუბრეთ გეგმებზე, რომელზე დაყრდნობითაც ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას. აღსანიშნავია, რომ კომისიის თავმჯდომარის და საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან დადებითად შეფასდა მიღწევები“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა საკოორდინაციო საბჭოს წევრებს 2016-2020 წლების სისტემის განვითარების სტრატეგია წარუდგინა და განაცხადა რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტად პირობით მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია რჩება, რაც თავის მხრივ პირობით მსჯავრდებულთა შორის განმეორებითი დანაშაულის პრევენციაზე დადებით ზეგავლენას ახდენს. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)